რეზონანსი
18.07.2024

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

დღეს გამართულ სხდომაზე ოპოზიციიდან „გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მონაწილეობდნენ.

გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. კომიტეტის სხდომის შემდეგ პროცესი გადაინაცვლებს რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც უკვე კენჭისყრა გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×