რეზონანსი
17.07.2024

ივანიშვილი უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის, რადგან პირადად ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პრიორიტეტი უკრაინის გამარჯვებაა , - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ პარტიის საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, ამიტომ არის მნიშნველოვანი 26 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვალოს.

"უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის ბიძინა ივანიშვილი, რადგან პირადად დონალდ ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პრიორიტეტი არის უკრაინის გამარჯვება, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევცვალოთ ხელისუფლება და დავდგეთ აშშ-თან, მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად და არა რუსეთის მხარეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ში, მილუოკში, ვისკონსინის შტატში, რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფება.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშივლმა განაცხადა, რომ "უკრაინაში ომი, ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც შეიძლება დასრულდეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×