
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტმა იფეთქა. რუსეთის მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრების ყიდვის უფლების მინიჭებას, ხალხი აპროტესტებს. ამ წუთებში საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტი განიხილავს ცვლილებას კანონში, რომელიც რუსეთს მოქალაქეეებს უფლება აძლევს, ფლობდნენ უძრავ ქონებას აფხაზეთში. ხალხის თქმით, ეს აფხაზეთის გაყიდვაა. ე.წ. პარლამენტის შენობა საჯარისო დანაყოფების ალყაშია მოქცეული. შენობაში სადაც განხილვა მიდის, არ უშვებენ ჟურნალისტებს. სამოქალაქო აქტივისტებს კი სოხუმის ბულვარში სამგლოვიარო მარში აქვთ ჩართული.
საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები მოითხოვდნენ დეპუტატებისგან, რომ გამოსულიყვნენ ხალხის წინაშე, რაც კანონმდებლებმა უგულებელყვეს.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, დე-ფაქტო პარლამენტის წინ მოხდა რამდენიმე შეტაკება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
ხელისუფლება აშკარად ძალისმიერ გადაწყვეტილებაზე დებს ფსონს. რამდენიმე დაპირისპირება იყო პარლამენტის შესასვლელთან. აქ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დგანან. ჩვენ ამ ბიჭებს ვესაუბრებით. ისინი უხერხულ მდგომარეობაში არიან, რცხვენიათ, რომ ხალხს უდგანან წინ. აი, ამ სამარცხვინო ღობის მიღმა პარლამენტია, ჩვენ გვინდა შევხვდეთ მათ, გავესაუბროთ. როდესაც ხელისუფლება ღობის მიღმაა და ძალოვანები ყავს გარშემო შემოკრებილი, ხალხი არ მიცემს უფლებას. ასლან ბჟანიას სამოქალაქო ომისკენ მიყავს ქვეყანა, ეს არის ადამიანი, რომელიც მოვიდა აფხაზეთის სახელმწიფოს საფუძვლების დასანგრევად. ანგრევს ყველაფერს, რაც აქამდე დიდებულმა ვლადისლავ არძინბამ შეიმუშავა", - აცხადებს აქციის მონაწილე.