რეზონანსი
17.07.2024

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვერ გაუძლებს ბაიდენის პრეზიდენტობის კიდევ ოთხ წელს.

აღნიშნული განცხადება დესანტისმა რეპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გააკეთა და მოუწოდა რესპუბლიკელებს, მხარი დაუჭირონ პარტიას ხელისუფლების ყველა დონეზე.

„მოდით, ჯო ბაიდენი დავაბრუნოთ სარდაფში, ხოლო დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. ცხოვრება უფრო ხელმისაწვდომი იყო, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იყო. ჩვენი საზღვარი უფრო უსაფრთხო იყო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ჩვენს ქვეყანას პატივს სცემდნენ, როდესაც დონალდ ტრამპი ჩვენი მეთაური იყო", - განაცხადა რონ დესანტისმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×