რეზონანსი
16.07.2024

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის თხოვნა დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმნინისტრაციაში აღნიშნეს, გაბრიელ ატალი და მისი მთავრობის წევრები გააგრძელებენმიმდინარე საქმეების მართვას ახალი მთავრობის დანიშვნამდე.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალმა სახალხო ფრონტმა" გაიმარჯვა.

„ახალი სახალხო ფრონტი" (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია - 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება" - 132-152 ადგილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×