რეზონანსი
16.07.2024

პარლამენტის პირველი ქალი თავმჯდომარე (2001-2008), პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე დღეს 60 წლის გახდა. ბურჯანაძე 1964 წლის 16 ივლისს, ქუთაისში დაიბადა. დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს. 1995 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად, "მოქალაქეთა კავშირის" სიით. იყო 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერი. 2008 წელს დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი და გადაინაცვლა იმჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიციაში. 2013 წელს იყო საპრეზიდენტო კანდიდატი და მიიღო ხმათა 10%. 2008 წლიდან პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" ლიდერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×