რეზონანსი
16.07.2024

ტრამპზე თავდასხმა ერთი ადამიანის მიერ იყო შესრულებული თუ მონაწილეები ჰყავდა, ამაზე პასუხის მიღება შესაძლებელია გამოძიების შემდეგ. ფაქტია, გლობალური დაპირისპირება მძიმე ინციდენტებს ბადებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„დონალდ ტრამპზე თავდასხმა ერთი ადამიანის მიერ იყო  შესრულებული თუ სხვა ორგანიზატორები, მონაწილეები თუ წამქეზებლები ჰყავდა, ამაზე კონკრეტული პასუხი შეიძლება მივიღოთ გამოძიების შემდეგ. ფაქტია, რომ პოლარიზაცია, დაპირისპირება და ის მიუღებელი რიტორიკა, რაც ომსა და მშვიდობას შორის არსებობს, გლობალური დაპირისპირება, რასაც ხანდახან გლობალური ომის პარტიასაც ვუწოდებთ, მძიმე, სამწუხარო ინციდენტების ალბათობას ბადებს. ამის მოწმე გავხდით ევროპის კონტინენტზე დროის მოკლე პერიოდში, როცა სლოვაკეთის პრემიერი სასიკვდილოდ გაწირეს და ახლა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის შემთხვევა იყო – ტრამპი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ეს არის არსებული პოლარიზაციისა და დაპირისპირების შეფასება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×