რეზონანსი
16.07.2024

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მან საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და აზრი არ შეუცვლია.

როგორც ბაიდენმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, მოხუცია და ესმის, რატომ საუბრობს ხალხი მის ასაკზე, თუმცა ტრამპზე 3 წლით უფროსია. 

"მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ, ეს ერთი და მეორე - ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარ წელში უფრო მეტი გავაკეთე ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, მზად ვარ ამის მიხედვით შევფასდე. მესმის, მესმის რატომ კითხულობს ხალხი: "ღმერთო, 81 წლისაა. როგორი იქნება, როცა 83 ან 84 წლისაა?" ეს ლეგიტიმური კითხვაა". - თქვა ბაიდენმა  

წამყვანის კითხვას, თუ ვის ეკითხება რჩევებს მნიშვნელოვან პირად საკითხებზე, მაგალითად იმაზე, საპრეზიდენტო რბოლაში დარჩეს თუ არა, ბაიდენმა უპასუხა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×