რეზონანსი
16.07.2024

უტიფრად აცხადებენ იმას, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და რეალობაში არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რასაც ქართული საზოგადოების ინფორმირება ჰქვია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებზე საუბრისას.

„ნებისმიერი დამოუკიდებელი ექსპერტი, სამართლიანი დამკვირვებელი იტყვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაჭრილები არიან პოლიტიკურ ველზე, დესტაბილიზაციას ქადაგებენ და არავითარ ინფორმაციას არ აწვდიან საზოგადოებას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა კვლევა, რითაც დადგინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, კატასტროფული მდგომარეობაა.

მისივე თქმით, ირკვევა, რომ მათ ნახევარზე მეტს ვებგვერდიც არ აქვს, უფრო მეტს კი - არანაირი ინფორმაცია დონორების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×