რეზონანსი
15.07.2024

ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებით აღძრული საქმე შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფლორიდის შტატის საოლქო მოსამართლემ, ეილინ ქენონმა გამოტანილ დადგენილებაში განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩევლის, ჯეკ სმიტის დანიშვნამ, რომელიც ამ საქმის პროკურორია, კონსტიტუცია დაარღვია და მას საქმის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი გასულ წელს წაუყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×