რეზონანსი
15.07.2024

უხერხულია, როცა ორი ორგანული „ნაცი“ სხვის განაცებაზე საუბრობს. ხაზარაძე და გახარია რადიკალური ოპოზიციის, კრებითი „ნაცების“ წარმომადგენლები და მათი სახეები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ხაზარაძე-გახარია ვის დავალებას ასრულებენ და ვისი შემადგენელი ნაწილი არიან.

„ისინი სხვა „ნაცებისგან“ არაფრით განსხვავდებიან. „ნაცმოძრაობას“ დღეს თავისი სახელის რცხვენია და ფარისევლურად „ერთობას“ ირქმევს. გახარია თუ „ლელო“ კრებით „ნაცებს“ წარმოადგენენ და ამ კლიშეს ვერ გაექცევიან“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×