რეზონანსი
13.07.2024

მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო, "რია ნოვისტი" იუწყება, თვითმფრინავზე მხოლოდ ეკიპაჟი იმყოფებოდა.

წინასწარი მონაცემებით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაღუპულია.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავი, შეკეთების შემდეგ, ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტში მიფრინავდა. ეს მგზავრების გარეშე პირველი რეისი იყო.

თვითმფრინავი ერთ-ერთ სამოქალაქო ავიაკომპანიას ეკუთვნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×