რეზონანსი
13.07.2024

ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილებები პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს.

მისივე თქმით, 2030 წლისთვის საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

„ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება. ეს ურთიერთობების გაჯანსაღებას არ წაადგება. 3 - 4 წლის განმავლობაში საქართველოში ისეთი პროცესები განვითარდა, რომ თვისობრივად გარკვეული სირთულეები შეიქმნა ურთიერთობებში და ამას გადატვირთვა და გაჯანსაღება სჭირდება.

ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს.

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×