რეზონანსი
13.07.2024

დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 60%-ია ჩვენი რეიტინგი - ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები შერწყმას ცდილობენ, რადგან „მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად [საარჩევნო] ბარიერი გადალახონ".

„რეალური მოცემულობა დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ასეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გარდა ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას - ეს ლოგიკურია. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად ბარიერი გადალახონ. ამ პროცესში არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა. ეს მათი საქმეა. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი. ასეთ ვითარებაში როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×