რეზონანსი
13.07.2024

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

„საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 5.28%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 43.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.15 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 29.31%-ით გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.55%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 29.45 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.62 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 0.36%-ით გაიზარდა.

„საქართველოს კაპიტალის" (CGEO) აქციების ღირებულება 3.81%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 508 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.55%-ით გაიზარდა.

წყარო: Galt & Taggart

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×