რეზონანსი
12.07.2024

პრო­კუ­რორ ლე­ვან ვე­ფხვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი 21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის არას­რულ­წლო­ვან­მა დამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მის დაზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და ბრალ­დე­ბულ­მა ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მათ შო­რის მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა მოკ­ლუ­ლი ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი და.

პრო­კუ­რო­რის თქმით, დის მიერ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ზე სა­ჯა­როდ ვერ ისა­უბ­რებს, რად­გან ის არას­რულ­წლო­ვა­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­კი­თხვის ნა­წილ­ში სხდო­მა და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, დამ და­ა­დას­ტუ­რა, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და მისი დის­გან.

"რაც შე­ე­ხე­ბა მი­მო­წე­რებს, ჩვენ საქ­მე­ში გა­მო­თხო­ვი­ლი გვაქვს, რო­გორც წინა დღის, ისე წინა პე­რი­ო­დის მი­მო­წე­რე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცალ­კე აღე­ბუ­ლი არ ვი­ხი­ლავთ ამ მე­სი­ჯებს. წინა პე­რი­ო­დის მე­სი­ჯე­ბი მი­უ­თი­თებს იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რო­გორ ექ­ცე­ო­და ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს, რა სი­ტყვე­ბით, უცენ­ზუ­როდ მო­იხ­სე­ნი­ებ­და მას, რო­მელ­საც შემ­დეგ სხდო­მა­ზე გა­მო­ვიკ­ვლევთ. გარ­დაც­ვლი­ლის არას­რულ­წლო­ვან­მა დამ და­ა­დას­ტუ­რა, მათ შო­რის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი [ცინ­დე­ლი­ა­ნი მხრი­დან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე]", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

ამას­თან, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა ფსი­ქი­ატ­რი, რო­მელ­მაც პრო­კუ­რო­რის თქმით, და­ა­დას­ტუ­რა, რომ გარ­დაც­ვლილ ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს ჰქონ­და მძი­მე დეპ­რე­სი­უ­ლი ფონი და მას შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნა.

ასე­ვე, და­ი­კი­თხა ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბულ იქნა სის­ხლის­მაგ­ვა­რი ლა­ქე­ბი, მათ შო­რის გა­დაგ­დე­ბუ­ლი შარ­ვა­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე სის­ხლის­მაგ­ვა­რი ლა­ქე­ბი ეტყო­ბო­და.

გარ­და ამი­სა, სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ წარ­მო­ად­გი­ნა 112-ის ჩა­ნა­წე­რი, რი­თაც ირ­კვე­ვა, რომ პირი 112-ის თა­ნამ­შრო­მელს ატყო­ბი­ნებს, რომ ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში ცხე­და­რი იპო­ვეს და ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მის­ვლას ითხოვს. სხდო­მა­ზე ასე­ვე წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვლი­ეს.

ცნო­ბის­თვის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში, სახ­ლთან ახ­ლოს მოკ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლუ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლია.

ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და.

ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი იყო. ოთარ ცინ­დე­ლი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ" და „მ" ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×