რეზონანსი
12.07.2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული, 100%-იანი დაცვა აქვთ.

ანჯაფარიძის თქმით, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან ამ ამბავს, შესაძლოა, ერთი შეხედვით საერთო არაფერი ჰქონდეს, თუმცა, როგორც საქართველოში გადაეფარა დასავლეთი მისი დაფინანსებით „გამოზრდილ" სუბიექტებს, ასევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც, რუსეთთან ომის პირობებში.

„თითქოსდა რა კავშირი აქვს ამ ამბავს, ჩვენთან მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან? ის კავშირი აქვს, რომ როგორც აქ გადაეფარა დასავლეთი მისი ფინანსებით გამოზრდილ კონტრელიტას, ისევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც ომის პირობებში", - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×