რეზონანსი
12.07.2024

უკრაინის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.

ტრამპი შეხვედრას სოციალ ქსელში გამოეხმაურა.

„მადლობა, ვიქტორ. უნდა იყოს მშვიდობა და სწრაფად. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო", - წერს დონალდ ტრამპი.

შეხვედრას გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც. „დღის კარგი ამბავი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას აპირებს", - დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×