რეზონანსი
12.07.2024

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილმა შეფასებით, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ერთი და იგივე გზავნილი აქვთ. ისინი ერთი კონტექსტით მოქმედებენ. ეს არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ.

„შევახსენებ საზოგადოებას ელჩების დემარშს - ყველა ელჩი იყო იქ, გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩებიც, რომელთაც იუსტიციის მინისტრს დემარში მოუწყვეს იმის გამო, რომ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას. ესეც ხომ ერთმანეთში შეთანხმებული თემა იყო? ხომ ვნახეთ, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირდა? მათი ქცევა არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×