რეზონანსი
11.07.2024

პარტია „თაობები საქართველოსთვის" წევრი სანდრო თოფურია ჟურნალისტ ნანა ლეჟავას ბრალდებებს პასუხობს. ის TV24-ის ყოფილ დირექტორს შეთანხმებები დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნანა ლეჟავამ მის მიმართ „კარგად დაგეგმილი პროვოკაცია" მოაწყო.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლიდი არ შევსულიყავი პოლემიკაში ქ. ნანასთან, რომელმაც ბოროტად გამოიყენა ჩემი ნდობა და მოაწყო ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, ვთვლი საჭიროდ განვმარტო.

უპირველეს ყოვლისა პრობლემა წარმოიშვა, შეთანხმებების დარღვევის გამო მეორე მხარის მიერ ( მიუხედავად ბევრი სიბინძურისა რაც ამ „ადამიანმა" მაკადრა, ვთვლი რომ ჩემი აღზრდა არ მაძლევს მორალურ უფლებას და ვიქნები კორექტული). სრული ტყუილი, აბსოლუტურად ყველა ბრალდებაში, რომელიც გაისმის ჩემს მიმართ!

მინდა განვმარტო, რაც ჩემი და ქალბატონ ნანას ურთიერთობა შევიდა ჩიხში, გადავედი მასთან კომუნიკაციის ისეთ ფორმაზე როგორიცაა ელექტრონული მიმოწერა, შესაბამისად არსებობს ჩემი პოზიციის დამადასტურებელი ფაქტები და არა ეს მითხრა ის მითხრა. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა კომპეტენტურ ორგანოებს წარვუდგენ დამადასტურებელ ფაქტებს.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბინძურ კარგად დაგეგმილ პროვოკაციაში საჯაროდ მონაწილეობას არ მივიღებ.ხოლო დანარჩენი აუცილებლად გაირკვევა და მისი ჩადენილი ქმედებები შეიძლება სისხლის სამართლის კვალიფიკაციასაც კი დაექვემდებაროს. მადლობა ყურადღებისთვის!", - წერს სანდრო თოფურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×