რეზონანსი
11.07.2024

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, კიდევ გვექნება გლობალური ომის პარტიისგან ნაკარნახევი პოლიტიკის შედეგები, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას.

„28 მილიარდიანი ბიუჯეტი გვაქვს, ეკონომიკა კიდევ წინ მიიწევს და მათ შორის ამას აფიქსირებენ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი. ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ ეს ქვეყანა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. ასე რომ, ქართველი ერიც და ბერიც გაერთიანებული ვართ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს გავუძლოთ და 26 ოქტომბერს ვიზეიმოთ გამარჯვება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×