რეზონანსი
11.07.2024

ჩვენს პარტნიორებთან პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - ჩვენი ურთიერთობების დინამიკა უნდა იყოს პოზიტიური, ეს სჭირდება სახელმწიფოს, სტრატეგიულ პარტნიორობას და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრ, მათ შორის პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.

"დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, დიალოგი.

გვესაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის პრობლემურ საკითხებზეც. კარგი შესაძლებლობა იყო, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის არგუმენტები. მიგვეწოდებინა ჩვენი მოსაზრებები. პოლიტიკურ დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან ალტერნატივა არ აქვს",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×