
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ხუთშაბათს, ფლორიდაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება. შეხვედრა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ვიზიტიდან 1 კვირაზე ნაკლებ დროში ხდება.
მედია წერს, რომ ვიზიტი, სავარაუდოდ, გააძლიერებს შეშფოთებას, რომ უნგრეთის ლიდერი მუშაობს როგორც შუამავალი პუტინსა და ტრამპს შორის. ორბანი ამჟამად ვაშინგტონშია ნატო-ს სამიტზე, რომლის დასრულების შემდეგაც ის ტრამპთან შესახვედრად წავა მარ-ა-ლაგოში.
ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელთა ლიდერმა განაცხადა, რომ მას სჯერა, შეუძლია დაარწმუნოს პუტინი, დაასრულოს ომი უკრაინაში და გაათავისუფლოს რუსეთში დაკავებული ამერიკელები, თუ მას მეორე ვადით არჩევენ.