რეზონანსი
10.07.2024

მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ქველმოქმედებისათვის 3 მილიარდი დახარჯა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელებს 30 მილიონი აჩუქა ქვეყნის ღირსეულად წარმოჩინებისთვის - ევროკავშირმა 30 მილიონიანი დაფინანსება შეაჩერა ჯარისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ გამჭვირვალობის კანონი მიიღო - ყველაფერი ცხადია, - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული ქმედებით ნათელი გახდა ვის უყვარს საქართველო და ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

"მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ქველმოქმედებისათვის 3 მილიარდი დახარჯა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელებს 30 მილიონი აჩუქა ქვეყნის ღირსეულად წარმოჩინებისთვის - ევროკავშირმა 30 მილიონიანი დაფინანსება შეაჩერა ჯარისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ გამჭვირვალობის კანონი მიიღო - ყველაფერი ცხადია. ახლა მაინც დაინახეთ ვის უყვარს საქართველო და ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი!" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×