რეზონანსი
10.07.2024

TV 24-ის ჟურნალისტმა გაარკვია იმ პირის ვინაობა, ვინც „გლოვოს“ კურიერი დაჭრა. უკვე სამი დღეა პოლიცია ნიკოლოზ მამალაძეს ეძებს.

ახალგაზრდა ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩის 28ა ნომერში ცხოვრობს. სწორედ იმ ადგილას, სადაც გამოძახებული პროდუქტი კურიერმა მიიტანა. სისხლიანი ინციდენტის შემდეგ, ნიკოლოზ მამალაძე, ოჯახის წევრთან ერთად მიიმალა. მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.

„გლოვოს“ კურიერს შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, იარაღიდან ესროლეს. მას უკვე 2 ოპერაცია ჩაუტადა და რეაბილიტაციას რამდენიმე თვე დასჭირდება.

წყარო: TV 24

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×