რეზონანსი
10.07.2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის ნატოს სამიტში მონაწილეობა საქართველოს ალიანსისადმი ერთგულებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მორიგი დადასტურებაა.

„უაღრესად პოზიტიური და დიდი მნიშვნელობის მატარებელია ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა. ეს არის ერთი მხრივ მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ერთგულები ვართ იმ კურსისა, რომელიც არის ევროკავშირისკენ ჩვენი სწრაფვა და საბოლოო გაწევრიანება და მეორე მხრივ, ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის წევრობა“, - აღნიშნავს ღუდუშაური.

ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას გუშინ შეხვდა, დღეს კი მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×