რეზონანსი
09.07.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გამორჩეული მსახიობისა და სახალხო არტისტის ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქეთევან კიკნაძემ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული მსახიობისა და სახალხო არტისტის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა ქეთევანმა არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს.

ვუსამძიმრებ ქალბატონი ქეთევან კიკნაძის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×