რეზონანსი
09.07.2024

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის 10 თვის შედეგებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია დაიწყო გასულ წელს, რომლის ინიციატორიც გახლდათ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამ მნიშვნელოვანი რეგულაციის აღსრულება დაევალა სწორედ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. 10 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად საპილოტე რეჟიმში მიმდინარე პროექტი საკმაოდ კარგ შედეგებზე გავიდა, რაც აისახა სტატისტიკაში. 6000-ზე მეტი საჯარიმო სანქცია იყო გამოწერილი. ძირითადი პრობლემატიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით არის დაკავშირებული რამდენიმე, როგორც მექანიკურ, ასევე ტექნიკურ დაზიანებებთან. ეს პირველ რიგში შეიძლება იყო ე.წ. კატალიზატორების არარსებობა ავტომობილებში, ან გაუმართაობა და ასევე, გამონაბოლქვი სისტემის დაზიანებები. ჩვენი ეკიპაჟები, რომლებიც 4 დიდ ქალაქში უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდებიან, ძირითადად აწყდებოდნენ ასეთი ტიპის დარღვევებს", - აღნიშნა ირემაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×