რეზონანსი
09.07.2024

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ და გერმანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგეები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მაკრონმა აღნიშნა აშშ-ისა და გერმანიის „ძლიერი წინააღმდეგობა" უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის მიწვევის მიმართ.

„საბოლოოდ, ეს იქნება მოკავშირეების გადაწყვეტილება, მიიწვიონ უკრაინა ნატოში გაწევრიანებისთვის", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიხსენა გასული წლის ვილნიუსის სამიტის მოვლენები, როდესაც კიევს უარი უთხრეს მიწვევაზე.

„უკრაინელები საკმაოდ გაღიზიანდნენ, როდესაც დაასკვნეს, რომ კარი ღია იყო, მაგრამ არც თუ ისე. მე ვფიქრობ, რომ ვაშინგტონის სამიტის სცენარი იგივეა", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×