რეზონანსი
09.07.2024

The New York Times-ი გიორგი მამარდაშვილს სტატიას უძღვნის. ამერიკული გამოცემა აქცენტს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მეკარის კარგ თამაშზე აკეთებს და მის სამომავლო საკლუბო პერსპექტივებზე მსჯელობს.

„ევრო 2024-ზე გმირობების შემდეგ, ელოდება თუ არა ქართველ მეკარეს მსხვილი ტრანსფერი?" - სვამს კითხვა NYT და აღნიშნავს, რომ ქართველი მეკარის „გმირობები" ტურნირზე სიურპრიზი არ ყოფილა მათთვის, ვინც გასულ სეზონში „ვალენსიას" თამაშებს ადევნებდა თვალს.

„გიორგი მამარდაშვილი არის კაცი-მთა, რომელიც ევრო 2024-ის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა", - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ სადაც არ უნდა ითამაშოს ქართველმა „ქართულმა კედელმა", მას მხოლოდ პირველობის სურვილი აქვს.

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ტურნირამდე, მამარდაშვილს რიგი ევროპული კლუბები უკვე აკვირდებოდნენ, თუმცა, ზაფხულში მისმა გამორჩეულმა ასპარეზობამ მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ აჟიოტაჟი გაზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×