რეზონანსი
09.07.2024

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა - აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.

ბოჟაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება და გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას, უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

„საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას! მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება. საქართველოს გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას, უზრუნველვყოფთ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას! #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს", - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×