რეზონანსი
09.07.2024

„გირჩის“ ლიდერმის იაგო ხვიჩიამ განცხადებით, ახალმა პოლიტიკური პლატფორმამ, „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ ის ლიდერები მოიყვანა, რომელთაც „ნაცობა“ „უტყდებათ“.

„ნაცმოძრაობის“ მიერ წარდგენილი ახალი კანდიდატების გამოსვლები ვნახე, რომლებმაც თქვეს, რომ „ნაცები“ არ ვართო, ზოგმა ისიც კი თქვა, აპოლიტიკური ვარო. ეს ხდებოდა პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე, სადაც დიდი ხუთიანის ქვეშ პარტიული საკითხები განიხილებოდა. ახალი ლიდერები მოიყვანეს, რომელთაც „ნაცობა“ „უტყდებოდათ“. ეს ხალხი გონიერი ყოფილა, მიხვდა, ასეთ დროს პარტიიდან წასვლა სჯობს და არა დარჩენა, რადგან როგორ შეიძლება, ხალხის მოლოდინი ისეთი სახეებით გააცრუო, რომელთაც „ნაცობა“ „უტყდებათ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×