რეზონანსი
09.07.2024

5 ივლისს თიბისის ორგანიზებით, გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ხუთ ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.

გამარჯვებულები:

ტექ ლიდერი- ნათია სირბილაძე

აღმოჩენა ახალ თაობაში- ანასტასია კვინიკაძე

გამორჩეული მეცნიერი-  თინათინ კახნიაშვილი

ინოვაციური ტექ პროდუქტი- Elven Technologies

ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის- Leavingstone

 გამარჯვებულები მიიღებენ 10 ათას ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში , რაც მრავალფეროვნების წახალისებას შეუწყობს ხელს.

ტექნოლოგიური ჯილდოს პარტნიორები არიან: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის და მედეგობის (CIDR) პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×