
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის „დემოკრატებს" განუცხადა, რომ ის გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„მინდა იცოდეთ, რომ პრესაში და სხვაგან გავრცელებული ყველა სპეკულაციის მიუხედავად, მე მტკიცედ ვარ მოწოდებული, დავრჩე ამ რბოლაში და დავამარცხო დონალდ ტრამპი", - ნათქვამია წერილში, რომელიც ბაიდენმა კონგრესის „დემოკრატებს" გაუგზავნა.
ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ კიდევ ოთხი დემოკრატი კონგრესმენი მოუწოდებს.
Politico-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა პალატის წევრებთან 2-საათიანი სატელეფონო კონფერენცია გამართა, ოთხმა დემოკრატმა კონგრესმენმა ბაიდენის განზე გადგომა მოითხოვა, კიდევ ოთხმა დემოკრატმა კი არჩევნებში პრეზიდენტის გამარჯვების შანსზე შეშფოთება გამოთქვა.