რეზონანსი
08.07.2024

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს" დატოვებს და კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებულ „სენტ-ეტიენში" გააგრძელებს - ინფორმაცია ActuL1-მა გაავრცელა.

„ზურიკო დავითაშვილი შეუერთდება „სენტ-ეტიენს" ექვს მილიონ ევროდ! ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გააფორმებს კონტრაქტს 4+1-წლიანი ოფციონით", - წერს ფრანგული გამოცემა.

„ეს გარიგება საკმაოდ სწრაფად დასრულდა. საქართველოს ნაკრებში ევრო 2024-ის მონაწილემ „ბორდოში" ძლიერი სეზონი ჩაატარა (8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა). მარჯვენა გარემარბს „სენტ-ეტიენი" აკვირდებოდა და ლიგა 1-ში გადასვლის შემდეგ „მწვანეებმა" შეთავაზებით მიმართეს.

კლუბმა მოთამაშე სწრაფად დაარწმუნა, რადგან ფეხბურთელს ლიგა 1-ში თამაში სურდა. „ბორდოსა" და „სენტ-ეტიენს" შორის ტრანსფერზე შეთანხმება ექვს მილიონ ევროს შეადგენს. საქართველო, რომელიც მერვედფინალში პირველად გავიდა, ევრო 2024-ის ერთ-ერთი სენსაცია გახდა", - წერს მეორე გამოცემა Footmercato.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×