რეზონანსი
08.07.2024

27 ივნისს მტკვარში გადავარდნილი ადამიანი ახალგაზრდა ბიჭმა გადაარჩინა. როგორც ირკვევა, ბიჭი, რომელმაც ახალგაზრდა საკუთარი სიცოცლის ფასად სიკვდილისგან იხსნა მახო პარკაძეა.

„ეს ამბავი 27 ივნისს, თბილისში მოხდა. ტროტუარზე მიმავალმა მახო პარკაძემ დაინახა, რომ მტკვარში ბიჭი იხრჩობოდა. ბევრი არ უფიქრია, წყალში გადაეშვა, ბიჭთან მიცურდა და გადაარჩინა. მაშველები სწრაფად მივიდნენ, მაგრამ მათი მისვლის დროს ბიჭი უკვე სამშვიდობოს იყო.

ძალიან მინდოდა რამე პოზიტივი და ამაზე უკეთესი რა იქნებოდა. ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. კომენტარებში ამოყვანის მომენტის ამსახველი ვიდეოებიცაა.

სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში მსგავსი როცა მოხდა, თავად ემანუელ მაკრონმა დააჯილდოვა მოქალაქე, იქნებ ამ ბიჭის დაჯილდოებაზე გვეფიქრა" - ამის შესახებ ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×