
ტელეკომპანია TV24 დატოვა არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა, ნანა ლეჟავამ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, იმედა დარსალიამ დაუდასტურა.
„[გადაწყვეტილება] არ ეხება სარედაქციო პოლიტიკას. მიიღო გადაწყვეტილება, რომ არანაირი ფორმით არ დარჩეს არხზე", - ამბობს იმედა დარსალია.
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უდასტურებს ინფორმაციას, რომ ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, თუმცა უარყოფს, რომ არხის თანამშრომლებს ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ:
„პირველი თვის ხელფასი ჩაირიცხა, მეორე თვის დღეს ირიცხება..." - ამბობს დარსალია.
TV24-მა მაუწყებლობა ერთი თვის წინ დაიწყო. ტელევიზია „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ცოლს, ირმა ფიჩხაძეს ეკუთვნის. შალელაშვილმა პარლამენტი ვადაზე ადრე, 2019 წელს დატოვა.