რეზონანსი
08.07.2024

საქართველო საზაფხულო ბანაკში უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების მორიგ ნაკადს მასპინძლობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მასპინძელი მხარე შეეცდება ბავშვებმა საქართველოს მხარდაჭერა იგრძნონ.

„ესენი არიან ბავშვები, რომელთა ქალაქებსაც უშუალოდ შეეხო ომი, ვისი სახლებიც დაიბომბა და ვისი მშობლებიც მონაწილეობენ ომში. ვეცდებით, რომ ამ 10 დღის განმავლობაში აქ შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ იგრძნონ საქართველოს, ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას პირველი დღიდანვე ჰქონდა", - განაცხადა თალაკვაძემ.

პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრთან ერთად კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×