რეზონანსი
04.07.2024

ავიაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე პირველი კვარტალი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არის ისტორიული მაქსიმუმების პირველი კვარტალი. რეკორდული მონაცემები გვაქვს ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წელს რეკორდული რაოდენობის ფრენების სრულდება. 50-ზე მეტი ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირ ფრენებს 100-ზე მეტი საჰაერო მარშრუტით, რაც ისტორიული მაქსიმუმია. 100-ზე მეტი საჰაერო მარშრუტი ასე ნაწილდება: 18% ეკუთვნის ევროპულ მიმართულებებს. ჩვენ დაახლოებით 33-ზე მეტი მიმართულებით გვაქვს პირდაპირი ფრენები ევროპის სხვადასხვა აეროპორტთან და ქალაქთან, რაც მნიშვნელოვანი შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის. რიგით მეორე გახლავთ ე.წ. ყურის ქვეყნები 17%-ით და შემდეგ უკვე ყველა სხვა ქვეყანა ერთობლივად. ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების, თუ რამდენად ვავითარებთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპიდან და [სპარსეთის] ყურის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×