რეზონანსი
01.07.2024

კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა კაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელა, ვიდეოში ჩანს, რომ დაზარალებულს ხელები შეკრული აქვს, მას ათამდე პირი შეურაცხყოფას აყენებს და სცემს.

არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. დაუდასტურებელი ვერსიით, თავდასხმის მოტივი ეჭვიანობა იყო, ნაცემი კაცის ახლობლები კი ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ბიზნეს ინტერესების გამო მოხდა. 

"მთავარის" ინფორმაციით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×