რეზონანსი
25.06.2024

ახმეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, კახეთში ძლიერმა ქარმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსი დააზიანა და ამ ეტაპზე ტერიტორია ნაგვისგან სუფთავდება.

„ამნაირი ძლიერი ქარი რამ მოსახლეობას არ ახსოვს. კიდევ კაი, რომ სოფლებს არ გადაუარა. როგორც ზოლი, ისე გადაიარა სამონასტრო კომპლექსის მთლიან ტერიტორიაზე. საგრძნობლად დაზიანდა ზეთისხილის ბაღები. რამდენიმე ხე ფესვიანადაა მოგლეჯილი. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ამ ეტაპზე ნაგვისგან სუფთავდება ტერიტორია", - აღნიშნა ნასყიდაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×