|

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში უნგრეთთან, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანასთან თანამშრომლობა და იმ ურთიერთობების პოზიტიურად გამოყენება რომელიც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველოს ძალიან დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებთან უწევს გამკლავება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კვლავ მუშაობა, იმისთვის რომ საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები ობიექტური იყოს.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რა განსაზღვრა ევროკომისიამ 9 ნაბიჯად იმისთვის, რომ შემდგომ პროგრესზე ვისაუბროთ, მათ შორის ერთ-ერთი არჩევნებია. უმნიშვნელოვანესია, რომ სწორად და ობიექტურად მოხდეს ამ არჩევნების შეფასება და სწორედ იმიტომ ეპატიჟება საქართველო ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს ამ პროცესში. სამწუხაროდ სირთულე არის იქ, რომ ძალიან დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებთან უწევს საქართველოს გამკლავება, როდესაც ვხედავთ საერთაშორისო მასშტაბით არასწორი ინფორმაციების მასიურ გავრცელებას. ეს კიდევ უფრო ართულებს ჩვენს მუშაობას, როდესაც კარდაკარ გვიწევს სიმართლის მტკიცება. ეს ერთხელ უკვე გამოიარა საქართველომ წარმატებით, რადგან სიმართლეს ყოველთვის აქვს ძალა და დარწმუნებული ვარ იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ასოცირების შეთანხმება სავსე იყო ვალდებულებებით ევროკავშირთან ურთიერთობებში და აქართველოს აქვს ნამდვილად ის რეპუტაცია, რომ ჩვენ ნამდვილად არაფერი დაგვიკლია იმისთვის, რომ პროგრესი გვქონოდა ევროკავშირთან ურთიერთობების გზაზე. იგივე გაკეთდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში კეთილსინდისიერად ვიმუშავეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ იმ ურთულესი პოლიტიკური ვითარების პირობებში. იგივე ხდება ახლაც, მაქსიმუმი კეთდება, რომ საქართველოს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პროგრესი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს შევხედავთ როგორც შედეგებზე დაფუძნებულ პროცესს, შეუძლებელია ამის უგულებელყოფა მოხდეს ამ შემთხვევაში. მაგრამ მე ვერც იმას გადავუსვამ ხაზს, რომ პოლიტიკურ განწყობებს მნიშვნელობა აქვს და მნიშვნელოვანი იქნება კვლავ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობა, იმისთვის რომ საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იყოს სწორი, ობიექტური და პოზიტიური", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|