|

მათი მიზანია, ჩავარდნილი პროპაგანდისტული პროექტი „არა რუსულ კანონს" გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე „ისფედის" განცხადებას იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობის კანონი ორგანიზაციას არჩევნებზე დაკვირვებაში შეუშლის ხელს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თქმით, მომდევნო თვეების პროპაგანდა იქნება, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება.
„ეს იყო მიზანი აქამდეც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ ეჭვქვეშ და ახლაც ეს არის მათი მიზანი. ამის შესახებ პირველი საუბრობს „ისფედი", რომელიც არის მთავარი და უპრეცედენტო გამყალბებელი. მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს. 2020-ში ეს გააკეთა „ისფედმა". ამაზე რეპუტაცია წამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს. ეს არის უბრალოდ სირცხვილი, როდესაც „ისფედი" არჩევნების კანონიერებაზე წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე ლაპარაკობს", - აცხადებს მდინარაძე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|