რეზონანსი
25.06.2024

სალომე ზურაბიშვილი მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის. „ნაცმოძრაობის" და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმ ადამიანისგან იღებს დავალებებს, რომელიც მას რეზიდენტს უწოდებდა.

„ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად. ძალიან სამწუხაროა ერთი ამბავი, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, გახდა „ნაცმოძრაობის" და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც მას გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, გახდა მისი დავალების მიმცემი. დავალების მიმღებისგან იღებს დავალებებს. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის. „ნაცმოძრაობის" და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×