რეზონანსი
25.06.2024

26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­რი­გი მატ­ჩის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამო­ცა­ნა მარ­ტი­ვი არ არის, ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი, პორ­ტუ­გა­ლია უნდა და­ა­მარ­ცხოს.

ამ დღე­ებ­ში გახშირდა გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლო მოწოდებები, რომ­ლე­ბიც ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან. ისი­ნი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი არი­ან იმით, რომ ნაკ­რე­ბის ფა­ვო­რი­ტი ფეხ­ბურ­თე­ლი ბუდუ ზივ­ზი­ვაძე მო­ე­დან­ზე არ ჩანს და სა­თა­და­რი­გო სკამ­ზეა.

ბევ­რი მათ­გა­ნი ამას ბუ­დუს ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს მი­ა­წერს და მწვრთნელს ფეხ­ბურ­თე­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად დაბ­ლოკ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. 

ფეხ­ბურ­თე­ლის მამა, კახა ზივ­ზი­ვა­ძე ოჯახ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, "ამბებმა" მას კომენტარი სთხოვა:

„ბუდუ მზა­დაა და ყო­ველ თა­მაშ­ზე ელო­დე­ბა, რომ გა­მო­ი­ყე­ნებს სა­ნი­ო­ლი. რა გი­თხრათ, ვერ ჩას­ვა ალ­ბათ და­გეგ­მილ და წარ­მოდ­გე­ნილ თა­მა­შის სქე­მა­ში.

ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს. არ ვუშ­ლით ხელს. საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზეა, თა­ვის შანს ელო­დე­ბა, რომ გა­მოად­გეს ნაკ­რებს,

მჯე­რა, რომ ბი­ჭე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ წინსვლის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ხა­რე­ბის­თვის", - განაცხადა კახა ზივზივაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×