რეზონანსი
23.06.2024

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი გაგრის "პროკურატურაზე" დაყრდნობით წერს.

მათივე წყაროს ცნობით, სროლა რუსეთის მოქალაქესა და ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებს შორის პირადი კონფლიქტის გამო მოხდა.

ამავე ცნობებით, გარდაცვლილი და ორივე დაჭრილი თვითმხილველები არიან.

„ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები, რომლებიც ადგენენ შემთხვევის ყველა გარემოებას", - აცხადებენ ე.წ. პროკურატურაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×