რეზონანსი
22.06.2024

2024 წლის მაისში თბილისში 3 197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის" კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.

„გალთ ენდ თაგარტის" კვლევაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, დედაქალაქში 3-3 უბანს, სადაც ყველაზე მეტი და ნაკლები ბინა გაიყიდა მაისში.

კვლევის თანახმად, მაისში მთლიან ბაზარზე გაყიდული ბინების ყველაზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა შემდეგ უბნებში: დიდი დიღომი - 639 ბინა გაიყიდა; საბურთალო - 543 ბინა გაიყიდა; სამგორი - 495 ბინა გაიყიდა.

3 უბანი კი თბილისში, სადაც ყველაზე ნაკლები ბინა გაიყიდა მაისში იყო: მთაწმინდა - 57 ბინა გაიყიდა; ვაშლიჯვარი - 67 ბინა გაიყიდა; ვაკე - 69 ბინა გაიყიდა.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×