რეზონანსი
21.06.2024

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის.

„გარანტიას გაძლევთ, ამას არ გავაკეთებ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „საფრანგეთი სხვა რამეა, ისინი მეტ-ნაკლებად მეზობლები არიან, ჩვენ შორის კი ოკეანეა".

„მუდმივად მესმის საუბრები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე, ახლა კი ამას დაემატა საუბრები იმაზე, რომ საფრანგეთს თავად სურს ბრძოლა უკრაინაში. წარმატებები მათ", - განაცხადა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მედიით გაეცნო ინფორმაციას, რომ უკრაინა სამხედრო პერსონალის დეფიციტის გამო საბრძოლო მოქმედებებში ბავშვებისა და მოხუცების ჩართვას გეგმავს.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჯო ბაიდენი არ უნდა დაჰპირებოდა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებას და რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კიევის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განზრახვამ გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×