რეზონანსი
21.06.2024

ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად 100 ლარიანებს აყალბებენ.

კერძოდ, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით - 58.1%-ით, ხოლო ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა - 27.6%-ით შემცირდა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, სხვა უცხოური ყალბი ვალუტის რაოდენობა ასევე შემცირდა - 62.6%-ით, ხოლო ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა 9.9 პროცენტით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების და მონეტების ყველაზე მეტი 52.52% 100 ლარიანებზე მოდიოდა; მას მოსდევს 1-ლარიანი მონეტები - 21%-ით; ხოლო მე-3 ადგილზეა 50 ლარიანები - 19.5%-ით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×