რეზონანსი
20.06.2024

რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დატბორილია მათ შორის ცენტრალური ქუჩები.

განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა მეთორმეტე მიკრორაიონისა და მესხიშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე.

შესაბამის კადრებს საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი" ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობაც გადაკეტილია.

ზარალის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, უცნობია.

ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×